წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო 300 000 ლარი. პროექტი ორ ეტაპიანია - მიმდინარე წელს მოხდება აღნიშნული თანხით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, პროექტის მეორე ეტაპი კი 2024 წელს დასრულდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 676 100 ლარს შეადგენს. ჩქვალერში საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. არსებული...