ჯვარს 24-საათიანი წყალმომარაგება დღეიდან აქვს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა და წყალმომარაგების საკითხებში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ქალაქ ჯვარს დღეიდან, 31 ოქტომბრიდან სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. წყალი სასმელად ვარგისია და მრავალწლიანი პრობლემაც აღმოფხვრილია. წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები, ელექტროსისტემა და სატუმბი...

ონკოპაციენტებს გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...

ცვლილებებია სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...

ობუჯში ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ბიბლიოთეკის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნული ბიბლიოთეკა წლების მანძილზე რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სრულდება.

წალენჯიხას ორი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებით გადაუდებელი...

წალენჯიხაში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება

წალენჯიხის მუნიციპალოტეტში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. აღნიშნული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ რეაბილიტაციის ცენტრი მერიის დაქვემდებარებაში იქნება და ბავშვები სხვადასხვა თერაპიის კურსს უფასოდ გაივლიან. ცენტრი ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგადი უნარებისა და შესაძლებლობების განვთარებას. ბენეფიციარები გაივლიან ყველა საჭირო რეაბილიტაციის პროგრამას....

წალენჯიხელი გიორგი ძვაბავას წარმატება

ქალაქ მიუნხენში, ჩატარდა, მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში-World Championship Kickboxing & Muay Thai 2023, სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა წალენჯიხელი გიორგი ძვაბავა და აღნიშნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში, სააბულაძოს უბანში მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯი-ჯიხაშკარის საზღვართან, კი მდინარე ჭანისწყალზე საფეხმავლო ხიდის ბურჯის გამაგრებისა და გაბიონის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დადიანების მუზეუმა თვითნასწავლ მხატვრს ლეილა ზარქუას უმასპინძლა

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზმა წალენჯიხელ, თვითნასწავლ მხატვრს, ლეილა ზარქუას უმასპინძლა.