21 სექტემბერს წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

21 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე "მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი.

ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ინფორმაციისთვის: მსგავსი შემთხვევა 17 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანშიც მოხდა.