“ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. კონფერენციები უკვე გაიმართა ზუგდიდში და ჩხოროწყუში.