მურთაზ ციმინტიას სახელობის წალენჯიხის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია. წალენჯიხის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ...
წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.