წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

10 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი;

სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა

წალენჯიხაში სტუდენტური დღეები 2023 დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერთი კვირის მანძილზე 100-მდე სტუდენტი აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში. დღეს კი სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს.