ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოები. ამ დროისათვის ქ.ჯვარში არსებული 58 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის წყლის მრიცხველების მონტაჟი დასრულებულია, დარჩენილია კერძო საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანება,რომელიც ეტაპობრივად დაიწყება.