წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებას სქურის გზის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ ლარს სთხოვს. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და 8 მილიონი ლარის გამოყოფისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული თანხა, როგორც წალენჯიხის მერიაში ამბობენ, კურორტ სქურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. აღნიშნული პროქეტი უკვე შედგენილია. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს