წალენჯიხას ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ 7 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი "IVECO"-ს ფირმის ნაგავმზიდი მანქანა გადასცა. ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ამავდროულად ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოემსახურება. ნაგავმზიდი მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.წალენჯიხის მერია ნაგავმზიდს ქ.ჯვარის დასუფთავებისა და...

შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაზე საქართველოში, ასევე ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასა და მის მნიშვნელობაზე. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.