ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების...

სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ამავე ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეო კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წარუდგინა და მას პროფესიული წარმატებები უსურვა. თეო კვარაცხელიამ სპეციალობით გახლავთ ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.