მერია: გრანელის შემოქმედების განვრცობაზე მუშაობა გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერენტი გრანელის შემოქმედების განვრცობაზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. მოხდა ტერენტისეული ნახატების ლითონში გადატანა, რომელიც არაერთ ნახატს მოიცავს. ნამუშევრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვალსაჩინო ადგილებზე განთავსდება. ტერენტი გრანელის სახელობის პარკის შესასვლელთან სამი სახის მონუმენტი განთავსდა-თბილისი, მერანი და ტერენტი გრანელის მამა სამსონ კვირკველია.