წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გრუნტოვანი გზაა ასფალტის საფარი 1660 მეტრიან მანძილზე დაიგება. სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციისთვის: აღნიშნულ დასახლებაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, თანხები საქართველოს რეგიონებში...

